ჩვენი კომპანია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს . კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემების, დაცვითი და სახანძრო სიგნალიზაციის, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების მონტაჟსა და ინსტალაციას. ასევე კომპანია ასრულებს სარემონტო სამუშაოებს.
მიზნობრივი აუდიტორია:
კომპანია ემსახურება, როგორც იურიდიულ და სახელმწიფო ორგანიზაციებს,ასევე ფიზიკურ პირებს და მოიცავს მომსახურეობის ფართო სპექტრს.
საქმიანობის სფერო:
ჩვენი კომპანია ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ პროექტებს. უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ჩვენი კომპანიის მიერაა განხორციელებული. პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხიმგებლობა, ხარისხზე ორიენტირებული სერვისი, კომპანიის და მისი მომხმარებლის ეფექტურ და წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას განაპირობებს.